Friday, December 14, 2012




გლობალიზაცია მომდინარეობს სიტყვიდან globe რაც დედამიწას ნიშნავს. ის თანამედროვე ტერმინია და ასახავს ცვლილებებს საზოგადოებასა და მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის მაღალი  ზრდით. ის ასევე ასახავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ბარიერთა რღვევისა და ქვეყანათა შორის ურთიერთობების  ზრდის შედეგად. გლობალიზაცია სახეს უცვლის სოციალურ სივრცეს: ის ტერიტორიულ საკითხებს ნაკლებ მნიშვნელობასს ანიჭებს, რადგან მუდმივად გაფართოებად კავშირებს "საზღვრების გადამლახავი" ბუნება აქვს. სპეციფიურად, ეკონომიკურ კონტექსტში ის ხშირად იგულისხმება როგორც ვაჭრობის პირდაპირი შედეგი, განსაკუთრებით სავაჭრო ლიბერალიზაციის, ანუ „თავისუფალი ვაჭრობის“ შედეგი.