დადებითი და უარყოფითი მხარეები


დღეს მსოფლიოს ყველა ეთნოკულტურა დგას უდიდესი გამოცდის წინაშე, რათა როგორმე შეძლონ და არ დაკარგონ თავისი ეროვნული თვითმყოფადობა. ერთი რამ ცხადია: ჩვენ, ქართველმა ერმა, უნდა გადავლახოთ ჩვენ წინაშე მდგარი მსოფლიო ერთიან სივრცეში უნიფიცირების უდიდესი საფრთხე, უნდა მოვარგოთ გასაღები შექმნილ საერთაშორისო მდგომარეობას და უნდა შევძლოთ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება. უნდა ვისწავლოთ გამორჩევა ძირითადისა მეორე ხარისხოვანისაგან. ჩვენი ერის წინაშე მდგარი უმთავრესი საფრთხე მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში ჩვენი ეროვნული თვითშეგნების დაკარგვაში მდგომარეობს. ამასთან, ქართველმა ერმა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ თავად გლობალიზაცია არ შეიძლება იყოს ქართველი ერის არც მტერი და არც მოყვარე, რამეთუ იგი წარმოადგენს მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ერის მსოფლიოს ერთიან სივრცეში ინფორმაციული, სავაჭრო, ფინანსური, ეკონომიკური ინტეგრირების ობიექტურად აღძრულ პროცესს. გლობალიზაცია არის ცივილიზაციის განვითარების შედეგი და მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აქტიურად გამოხატული მოვლენა, თავისი არსებობის სულ რაღაც ათთხუთმეტ წელიწადს ითვლის, დღეს უკვე წარმოადგენს იმ საერთაშორისო გარემოს, რომლის წინაშეც (მიუხედავად იმისა, აქვს ამის სურვილი ვინმეს თუ არა) მაინც მოუწევს მსოფლიოს ყველა ერსა და ეთნოსს გამოცდის ჩაბარება თავისი ეთნოკულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე. ის ერი, რომელიც ვერ ჩააბარებს აღნიშნულ გამოცდას, დაკარგავს თავის თავს. ხოლო ვინც შეძლებს ისე მოახდინოს თავისი ეროვნული სხეულის ინტეგრირება მსოფლიოს ერთიან ინფორმაციულ, სავაჭრო, ეკონომიკურ თუ ფინანსურ სივრცეში, რომ თავისი ეროვნული თვითმყოფადობა არ დაკარგოს, გამოვა გამარჯვებული. ამ შემთხვევისთვის ხშირად მოყავთ ხოლმე იაპონიის მაგალითი. ამ პატარა ქვეყანამ გლობალიზაციასაც შესანიშნავად აუწყო ფეხი და საკუთარი მეობა და ტრადიციებიც შეინარჩუნა.

არ შეიძლება გლობალიზაციის პროცესის დადებითად, ან უარყოფითად შეფასება, რადგან ის შეიცავს როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ თვისებებსაც. მაგალითად ეკონომიკურ გლობალიზაციას, რაც გულისხმობს მსობლიოს თვისუფალი ბაზრის შექმნს, უდავოდ მრავალი სიკეთის მოტანა შეუძლია თითოეული ქვეყნის ეკონომიკისთვის. კულტურულ გლობალიზაციას კი მრავალი კუთხით აკრიტიკებენ. ერთის მხრივ, აცხადებენ, რომ ის მიმართულია გაერთგვაროვნებისაკენ და ცხოვრების წესის სტანდარტიზაციისაკენ, რაც თავისთავად გულისხმობს კულტურათა ორიგინალობის გაქრობას. მეორე მხრივ, არსებობენ საზოგადოებები, რომელთათვისაც გლობალიზაცია წარმოადგენს განვითარებისა და მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრების კარგ საშუალებას. ძირითადად ეს ეხებათ მცირე კულტურებს. ამდენად, აუცილებელია განიხილოს სხვადსხვა საზოგადოების დამოკიდებულება და რეაქცია გლობალიზაციისადმი, რადგან იგი ხელს შეგვიწყობს, უკეთ გავაანალიზოთ პროცესის არსი, შეძლებისდაგავარად მკვეთრად გამოვყოთ საქართველოსათვის, თუ რა შეიძლება აღმოჩნდეს დადებითი და რაუარყოფითი, რადგან ის, რაც მისაღებია ერთისათვის, მიუღებელია მეორესთვის. სხვათა გამოცდილების გაანალიზება და შესწავლა საშუალებას მოგვცემს, ჩამოვაყალიბოთ გლობალიზაციისადმი საკუთარი მიდგომა.

No comments:

Post a Comment